ადეკვატური რომ ვიყო, რამე საახალწლო უნდა დავწერო, შუშპარა და მჩქეფარე. არადა, დეკემბერია - ტელეარხების ლოგოები ჯერ არ დათოვლილა, არც ჩვენი დესკტოპებიდან გვიმზერს ჩასუქებული სანტა წითელი ჩაჩით. რისი წელი მოდის, ეგეც არ ვიცი. გველეშაპისო, ამბობენ - მრავალთავიანი, ცეცხლისმფრქვეველი, ბასრკბილებიანი ურჩხულის. რას მოიტანს, მიშამ უწყის მარტო... ცაგარელმა, რა თქმა უნდა. ჰოდა, სანამ გაგვიმხელს, ხომ არ სჯობს, კურდღლის წელს გადავავლოთ თვალი? არ იქნება ცუდი. ქრონოლოგიურად მივყვეთ და რამდენიმე ამბავი ვუკვდავვყოთ. ისტორიაა მაინც, ჩვენს შვილებს გამოადგებათ.
იანვარი. ჩურჩხელა და ჩიჩილაკი.მრავალჟამიერ. რა უბედურებაა ეს ორი ახალი წელი? ხელადა ღვინო. არა უშავს, მარილი დაიყარე, არ დააჩნდება. „ბედის ირონია“. Какая гадость эта ваша заливная рыба. „იჟოგა“, იგივე გულძმარვა. ბენეტონში სეილია. ჭაღები რუსთაველზე, ბრები ჭავჭავაძეზე. ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან. გუნდა არ კეთდება. თოვლიც ჩინურია. მთავრობის ბრალია. პაჩკა-პაჩკა დოლარები. მიწისძვრა იგრძენი? პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს. პოხმელიე. ისევ გულძმარვა.
თებერვალი. გული მღერის, გული ხარობს. ახალგაზრდა იურისტები არ ბერდებიან. ვანუატუ უარყოფს აფხაზეთის აღიარებას. ექიმი ჰაუსი, ფრიდომ ჰაუსი და ფრიდონ თოდუა. თქვენ გაქვთ სამი არა! ოკუპანტებო, წადით! რამე ჯიგრული გაუშვით, რა? ამ სიმღერას ვუძღვნი ჩემს დედიკოს, შეყვარებულს, რა თქმა უნდა, შენ და შემდეგ მსმენელს! რომ გადახვალთ, გააჩერეთ!
მარტი. თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ნატოს დელეგაცია. სიმპათიური აპატურაი. ნატოს კუთხე. ვენაცვალე იაპონელებს! ა, ხალხი! ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი! ვიდგებით მანამ, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ! მთვარე დედამიწას მოუახლოვდა. ბადრი მთვარე გათენდება. მერაბი მაინც მერაბია. გოოოოოოოოლ! სამი წუთი უნდა გავუძლოთ ხორვატებს. იპოვნე 10 000!
აპრილი. ფეშენ უიქები. რეზერვ უიქები. ჭიათურა ჩვენთანააააააააააა! 33ა. სიყვარულისთვის, სიყვარულისთვის. პუღ ან ამუღ ეგალ. პუღ ან ამუღ ეგალ. ტალახიანი წვიმა. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად! კვერცხებზე დაგთაგავ. მეძვეძევის დედაც! ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად. ჭამა, ჰო, და სექსის რა მოგახსენოთ? ბოლო ვინ არის? სკაიპიში შემო. ამ ქეცბაიამაც რა ქნას?
მაისი. ირაკლი ალასანიამ - დაიძაბებაო. ძირს! ჯოს! ძირს! ჯოს! ძირს! ჯოს! მატერიალური სახსარი, რუსული დუმა და გაზპრომის ხელი. ეზოში ავი ძაღლია. ჯონ ბასი ჩვეული რეჟიმით მუშაობს. ბელა ჩაო. ტელევიზორს არ ვუყურებ. სად მაქვს 5 ლარის ხურდა, ახალი გამოსული ვარ. არ ჩამოიშლება, არა! პანაშვიდები სამშაბათს და ოთხშაბათს. პანთეონში დაკრძალავენ. გვშია! ეკა, მაისის „სითი“ როდის გამოვა?
ივნისი. პირველ არხთან შეკრებილი საზოგადოება დაიძრა პარლამენტისკენ. მორჩა, ორშაბათიდან ცოტას მოვწევ! თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეგიწყდებათ გაზის მოწოდება. მაგარი კაცია ძაააან. დავით აქუბარდია answered გქონია ისეთი შემთხვევა, რომ არავინ და არაფერი აღარ გაინტერესებდა? with არასოდეს. ამის გამო ვიდექით წვიმაში?
ივლისი. კალიების და ადამიანების ომი. ეს როსტოა! ამათ ისევ ესენი მირჩევნია. სიზმრად ვნახე საიათნოვა, მითხრა გეყო ტანჯვა-გლოვა. რა ვქნა, ოჯახი მყავს, ძმაო. კახა კუკავა ვარაუდობს. გსურთ ვისაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე? პროფილი სექტემბრამდე გემშვიდობებათ. ჩვენ მალე დაბრუნდებით. უკვე შუშის ბოთლში. ეს ფოტკა დამილაიქე რა, ოღონდ ალბომში შედი და ისე.
აგვისტო. აკოცებდით თუ არა ენრიკე იგლესიასს? ღადაობ? - (12250 votes). კოცნით, არა, მაგრამ ჩავეხუტებოდი - (7 votes). აუ, ქუჯინ ძღაბ, ქაჯუნუ, ქაჯუნუუუუ. ვაკელებო, ვაკელებო, თქვე ნამდვილო ქართველებო! ისე ცხელოდა, მიცვალებული შორტებში იწვა. ზვიად სიჭინავა და შუშანიკ იუნაითედი. დღეს რუსეთ-საქართველოს ომის დღესასწაულს აღვნიშნავთ. მიდიხარ აგვისტოს 5 დღეზე? პურის ფული. შერონმა არ დაგვანახა.
სექტემბერი. ფაჩულიას მყესი. სტივ ჯობსი და ჯობს.ჯი. საცოდავი ბეღურა, პინგვინს შეუჭამია. ბატონო კახი, გვეშველება რამე? თქვენ გენაცვალოთ თქვენი გივი სიხარულიძე. ქართველობას გვართმევენ. პარასკევობა ლოფტში. გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის მარინა ბერიძეს. ხუთშაბათი, რომელსაც დიდხანს ელოდით. დაალაიქეთ დავით ბაქრაძის გვერდი. ჩემი, შენი, ჩვენი წვენი!
ოქტომბერი. თეთრი ვარდეეები. თეთრი ვარდეეები. თეთრი ვარდეეები. თეთრი ვარდეეები. თეთრი ვარდეეები. თეთრი ვარდეეები. თეთრი ვარდეეები. თეთრი ვარდეეები. თეთრი ვარდეეები. თეთრი ვარდეეები. თეთრი ვარდეეები.
ნოემბერი. უამინდობის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთი ჩაიკეტა. ღლონტი რომელია? ჟღენტი? ჟირაფები ჭავჭავაძეზე. მინეტი გადაარჩენს ოჯახს. ა-ჰა, ა-ჰა. ორბიტ ფრუტინიი. ეროს გამაგრებული. ყოველ პარასკევს ნოდარ მელაძე წარმოგიდგენთ. დაუნ ვი დიქტეიტედ! დაუნ ვი დიქტეიტედ! დაუნ ვი დიქტეიტედ! სადაც ხალხია, იქაა ჩემი ადგილიც. დიდი გამოცოცხლება დაეტყოთ პლეხანოველებს. შეხვედრა "ინწელიგენციასთან". შლოპანცი საქართველოა, კვერცხები ჩვენ ვართ ყველაო. ა-ჰა, ა-ჰა. ორბიტ ფრუტინიი.